გუშინ ღამით ვფიქრობდი, თუ რა არის საჭირო იმისათვის რომ მოდის სამყაროში წარმატებას მიაღწიო. რასაკვირველია პირველ რიგში გამახსენდა "ყინულის დედოფალი"... ანდერსენის ზღაპრის "ყინულის დედოფალი" კი არა, ანა ვინტური გამახსენდა - ქალი რომელის მთელ მოდის ინდუსტრიას განაგებს. გადავწყვიტე უფრო ახლოს გაგაცნოთ ადამიანი, რომელმაც შექმნა ახალი ერა არამარტო ჟურნალ "ვოგის" არამედ, სრულიად მოდის სამყაროში.
2001 წელს მოდის კვირეული ორი დღით ადრეც კი დაამთავრეს, რადგან ანას მისი პროგრამა ზედმეტად გაწელილი მოეჩვენა.
2006 წელს გადაიღეს ფილმი "ეშმაკს აცვია პრადა",რომელიც ლორენ ვაისბერგერის მიერ დაწერილი ამავე სახელწოდების წიგნის ეკრანიზაციაა. ფილმში ანას პროტოტიპს ანსახიერებს ყველასათვის საყვარელი მსახიობი მერილ სტრიპი.2008 წელს ვინტურმა ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კავალერის წოდება მიიღო ინგლისის დედოფალ ელიზაბეტ II-სგან მოდის სფეროში შეტანილი წვლილისათვის.
ანა დღემდე წარმატებულად მოღვაწეობს. მის სიტყვას მოდის წარმომადგენლებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ვინტურს უამრავი ადამიანი "ცივსისხლიანად", "ეშმაკად" წარმოაჩენს, მიუხედავად ამისა მე მაინც მიმაჩნია, რომ საზოგადოება არასწორად აფასებს ამ პიროვნებას. შეუძლებელია იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და გავლენიანი ადამიანი ისე, რომ შეინარჩუნო რიგითი მოქალაქისათვის დამახასიათებელი თვისებები. წარმომიდგენია რამდენად რთული იქნებოდა ანასთვის გამხდარიყო ისეთი როგორიც დღეს არის. ვოგის თანამშრომლებს ვურჩევდი ნებისმიერ ფასად მხარში ამოუდგნენ ამ დიდებულ ადამიანს. როგორც თავად ანა იტყოდა, ყველას უნდა რომ მისნაირი იყოს, თუმცა ხმამაღლა ამის აღიარება არ შეუძლიათ.
ავტორი: ნინა


.jpg)


No comments:
Post a Comment