Sunday, 7 December 2014

Fashion History - Versace

ვერსაჩე იტალიური მოდის სახლია,რომელიც 1978 წელს დააარსა ჯანი ვერსაჩემ.მიუხედავად იმისა,რომ ჯანის გარდაცვალების შემდეგ დიდი დრო გავიდა,ბრენდი მაინც არ კარგავს პოპულარობას და კონკურენციას უწევს მსოფლიოს წამყვან ბრენდებს.





ჯანი ვერსაჩე დაიბადა იტალიის ერთ-ერთ პატარა ქალაქში.ის ბავშვობის ასაკში ოცნებობდა პიანისტობაზე,თუმცა მისი მომავალი ალბათ მისმა პროფესიონალმა მკერავმა დედამ განაპირობა,რომელსაც ჯანი ხშირად დაჰყავდა სამკერვალოში.
როდესაც ვერსაჩე გახდა 18 წლის მან მუშაობა დაიწყო დედამისის ატელიეში.



























ერთ დღესაც ატელიეში გაისმა ზარის ხმა,რომელიც ეკუთვნოდა საკმაოდ შეძლებულ ბიზნესმენს.მას სმენოდა ჯანის ნიჭიერების შესახებ და გადაწყვიტა ფული ჩაედო ამ საქმეში.ეს უნიკალური შანსი იყო დამწყები დიზაინერისთვის.

1978 წელს ჯანიმ შექმნა საკუთარი ბრენდი "ვერსაჩე" თავისი ძმის სანტოსის დახმარებით.ამავე წელს შედგა მისი პირველი კოლექციის ჩვენებაც,რომელმაც საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა.
ამის შემდეგ სამოდელო ბიზნესში ჯანის და დონატელაც ჩაერთო.

1997 წელს ჯანი ვერსაჩე ტრაგიკულად მოკლეს.ამის შემდეგ ბრენდს სათავეში ჩაუდგა დონატელა ვერსაჩე და დღემდე ეს ბრენდი ატარებს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბრენდის სტატუსს მოდის ინდუსტრიაში.





No comments:

Post a Comment

Contact Form

Name

Email *

Message *