Monday 25 May 2015

Interview with SALI PANGANI

სალი ფანგანი 24 წლის ქართველი დიზაინერია,რომელმაც თავისი პირველი კოლექცია ერთი წლის წინ წარუდგინა საზოგადოებას.
სალი დამწყები დიზაინერებიდან ერთ-ერთი გამორჩეულია.მისი ტანსაცმელი გამოირჩევა კრეატიულობითა და ინდივიდუალური შტრიხებით.





გთავაზობთ ინტერვიუს სალი ფანგანთან.

როდის შექმენი პირველი კოლექცია?

- პირველი კოლექცია შევქმენი 2014 წლის გაზაფხული/ზაფხულის მოდის კვირეულისათვის.

კოლექციის შექმნისას რა არის მთავარი ინსპირაცია?

- მოცემულ ეტაპზე ჩემი მთავარი შთაგონების წყარო სალვადორ დალი და მისი შემოქმედებაა.

რას ფიქრობ ქართულ მოდასა და ქართველ დიზაინერებზე?როგორ ფიქრობ რა დონეზეა განვითარებული საქართველოში მოდა?

- ქართველები ზოგადად კარგი გემოვნებით გამოვირჩევით.ეს ცნობილი და აღიარებული ფაქტია.ჩვენ გვყავს ბევრი კარგი დიზაინერი,რომელთა შემოქმედება ჩემთვის ძალიან საინტერესოა.რაც ყველაზე მეტად მომწონს არის ის,რომ ყველა მათგანი ერთმანეთისაგან განსხვავებულია და თითოეულს აქვს თავისი ნიშა.
საქართველოში მოდა საკმაოდ კარგ დონეზეა განვითარებული.მოდის კვირეულების ჩატარება ხელს უწყობს ახალი ტენდენციების დანერგვას და ამ სფეროს უფრო მაღალ დონეზე განვითარებას.



რამდენი წლის იყავი როცა პირველი ესკიზი შექმენი?

- პირველი ესკიზი 15 წლის ასაკში შევქმენი.

როგორია ბრენდ ''SALI PANGANI''-ის ქალი?

- ჩემი ქალი არის ძლიერი,დამოუკიდებელი,გაბედული,ელეგანტური და ხელოვნებაზე უზომოდ შეყვარებული.

შენი სამოსის დანახვა ყველაზე მეტად რომელ სელებრითზე გაგიხარდებოდა?

- ძალიან დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ჩემს სამოსს დალი ჩიტალაძეზე,ნინო ქათამაძეზე,ნანკა კალატოზიშვილზე და ია სუხიტაშვილზე.

სამომავლო გეგმებზე რისი თქმა შეგიძლია?

რადგან მე დამწყები დიზაინერი ვარ და ჯერ ძალიან ბევრი რამ მაქვს სასწავლი,ვაპირებ რომ გავაგრძელო ჩემი თავის განვითარება.მინდა რაც შეიძლება ბევრი ვისწავლო და დავიხვეწო გემოვნება, რათა სამომავლოდ კიდევ უკეთესი და უკეთესი სამოსი შევთავაზო მომხმარებელს.

Clothes By Sali Pangani














No comments:

Post a Comment

Contact Form

Name

Email *

Message *